გიორგი ბურჯანაძე - მეორე სართულიდან ოპერატორის გადაგდებას, რომელსაც ხელში კამერა უჭირავს და აშუქებს მოვლენებს, არ ვიცი, რა სახელი დავარქვა

17 Sep 2021 13:24

შემაშფოთებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და მათ შორის ფიზიკური. მეორე სართულიდან ოპერატორის გადაგდებას, რომელსაც ხელში კამერა უჭირავს და აშუქებს მოვლენებს, არ ვიცი, რა შეიძლება შევადარო, რა სახელი დავარქვა, - ასე ეხმიანება სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ქარელში, “ქართული ოცნების“ ოფისში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ტელეკომპანია "მთავარის" ოპერატორი დაშავდა.


მისი თქმით, მედიის წარმომადგენელზე ნებისმიერი სახის ძალადობა დაუშვებელია.


„ჟურნალისტზე ნებისმიერი სახის ძალადობა, ვერბალურიც კი არის საშინელება, არაფერს ვამბობ ფიზიკურ ძალადობაზე. ძალიან შეშფოთებული ვადევნებდი თვალ-ყურს იმ საღამოს მედიაში განვითარებულ მოვლენებს. იმედი გვაქვს, გამოძიება კითხვებზე პასუხს გასცემს. შემაშფოთებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და მათ შორის, ფიზიკური, მეორე სართულიდან გადაგდება ჟურნალისტის, ოპერატორის, რომელსაც ხელში კამერა უჭირავს და აშუქებს მოვლენებს. არ ვიცი, რა შეიძლება ამას შევადარო, რა სახელი დავარქვა. 


ორი დღეა ვცდილობ სახელი მოვიფიქრო, მაგრამ ვერ ჩამოვყალიბდი. იმედს ვიტოვებ, რომ პასუხისმგებელი პირები გამოვლინდებიან და ნათელი მოეფინება ყველაფერს,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი