მაია რჩეულიშვილი საპატიმროს ტოვებს

17 Sep 2021 13:33

„ცენტრ პოინტის“ 11-წლიანი საქმე დახურულია. „ქრონიკის“ ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. შესაბამისად, მაია რჩეულიშვილი საპატიმრო დაწესებულებას დღეს დატოვებს.


მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში დოკუმენტის ოფიციალურად ჩაბარების შემდეგ, მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვებს.


ის, დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. ის 2016 წლის ივლისში, „მაგნოლიას“ საქმის ეპიზოდზე დააკავეს. ამის შემდეგ, რამდენჯერმე იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმების მცდელობა, თუმცა, დოკუმენტს არც ერთი მხარე არ აწერდა ხელს.


პროკურატურის მთავარი მოთხოვნა, რის საფუძველზეც, საბოლოოდ, შეთანხმება გაფორმდა, არის ის, რომ ყველა დაზარალებული უნდა დაკმაყოფილდეს. როგორც ცნობილია, მერიის შუამდგომლობით, „ცენტრ პოინტის“ მშენებლობები დასრულდება.

რამდენიმე თვის წინ, სასჯელაღსრულების დაწესებულება რუსუდან კერვალიშვილმა დატოვა.



კომენტარები:

ფართი შოპი