„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული მედია-საშუალებები ივანიშვილის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, ამის ნათელი მაგალითია ტელეკომპანია „იმედის“ მხრიდან ჩვენი უფასო პოლიტიკური რეკლამის დაბლოკვა.“ - გიორგი ნონიაშვილი

17 Sep 2021 14:06

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ტელეკომპანია იმედს, რომ გაუშვან ჩვენი უფასო პოლიტიკური რეკლამა და შეასრულონ მათ მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება.“- ამის შესახებ  „ევროპული საქართველოსა“ და შეთანხმებული ოპოზიციურმა კანდიდატმა ჩუღურეთში, გიორგი ნონიაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


„მოგეხსენებათ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში  ტელეკომპანია იმედმა არ გაუშვა ჩვენი „ევროპული საქათველოს“ წინასაარჩევნო კლიპი და მოტივი ამ შემთხვევაში იყო შეურაცხმყოფელი კონტექსტი, ისინი ამბობდნენ, რომ არ აპირებდნენ შეურაცხმყოფელი კონტენტის შემცველი საარჩევნო კლიპის გაშვებას საკუთარ ეთერში. 


ჩვენ ამას დაკავშირებით მივმართეთ კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიას, საჩივარი შევიტანეთ ამასთან დაკავშირებით და ვთვლიდით, რომ ჩვენი „ევროპული საქართველოს“ წინასაარჩევნო, უფასო პოლიტიკური რეკლამა, სრულად იყო თავსებადი სიტყვის თავისუფლებასთან და არ არღვევდა არცერთ საკანონმდებლო ნორმას, მათ შორის არც საარჩევნო კოდექსის დებულებებს. 


მარეგულირებელმა კომისიამ ამასთან დაკავშირებით იმსჯელა და სამართალდარღვევად სცნო ტელეკომპანია იმედის მიერ ჩვენი რეკლამის დაბლოკვა და მარეგულირებელი კომისიის ეს დასკვნა დაადასტურა ამავდროულად სასამართლომ და იმედს დააკისრა 5000 ლარიანი ჯარიმა. მიუხედავად ამისა, გავიდა 2 დღე და ტელეკომპანია კვლავ არ უშვებს ჩვენ არცერთ უფასო პოლიტიკურ რეკლამას. 


ჩვენ ჯერ პირველი უფასო პოლიტიკური რეკლამა წარვუდგინეთ, შემდეგ მეორე, თუმცა არცერთ მათგანს ტელეკომპანია იმედი არ უშვებს. არ ასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებებს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში სასამართლოსა და მარეგულირებელ კომისიას მოუწია, იმდენად ცხადი იყო ეს სამართალდაღრვევა ტელეკომპანია იმედია, ეცნო ტელეკომპანია „იმედის“ ბრალი. მიუხედავად ამისა, „იმედი“ მაინც უტიფრად არ ასრულებს ამ გადაწყვეტილებებს . 


ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მათ სტრატეგიულად ურჩევნიათ ჯარიმების გადახდა და ჩვენი რეკლამების დაბლოკვა, იმიტომ რომ მათ ეს უღირთ, რადგან ეს ყველაფერი შედის „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში, რომელსაც პირდაპირ ტკენს ჩვენი პოლიტიკური რეკლამა. მათ შორის გამოკვეთილად ჩვენი აზრით ერთ-ერთი პასაჟი, რომელიც არის ცნობილი ფოტო-სურათი ჰონეკერისა და ბრეჟნევის შანსი, ამ შემთხვევაში პუტინი და ივანიშვილი როგორ კოცნიან ერთმანეთს. 


სწორედ აქედან გამომდინარე არ აჩვენებს „იმედი“ ეთერში. ეს ნათლად აჩვენებს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რამდენად დამაზიანებლად მოქმედებს ხელისუფლება და მათთან აფილირებული მედია-საშუალებები პოლიტიკური ოპონენტებისადმი, რამდენად ცდილობენ მათ დაზიანებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ტელეკომპანია იმედს, რომ გაუშვან ჩვენი უფასო პოლიტიკური რეკლამა და შეასრულონ მათ მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება.“ - განაცხადა ნონიაშვილმა


შეგახსენებთ, რომ სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ სარჩელი ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ წინასაარჩევნო უფასო პოლიტიკური რეკლამის დაბლოკვის შესახებ დააკმაყოფილა და ტელე-არხს 5000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.




კომენტარები:

ფართი შოპი