„ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და სერგეი ბოკარევის მისთვის გადაცემას აპირებს - გიორგი კანდელაკი

17 Sep 2021 15:30

„ივანიშვილის რეჟიმი რუსულ ინტერესებს ემსახურება“ ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიორგი კანდელაკი მიმდინარე სასამართლო პროცესს სერგეი ბოკარევის ექსტრადირების შესახებ.


“ქართული ოცნების“ რეჟიმმა, როგორც კოლაბორაციონისტულმა რეჟიმმა მყისიერად დაიწყო რუსეთის ფედერეციის, ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესების გატარება და იმის მაგივრად, რომ გულთბილად მიეღო რუსეთის საგარეო პოლიტიკისადმი ესოდენ კრიტიკულად განწყობილი ადამიანი, მყისიერად დაიწყო ნაბიჯები გადადგმა ბატონი ბოკერავის რუსეთის ფედერაციისადმი გადასაცემად. ის 9 თვის განმავლობაში იყო დაპატიმრებული და მას საქართველოს სახელმწიფომ ოფიციალურად უთხრა უარი თავშესაფარზე.“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა


ცნობისთვის რუსეთის ფედერაცია საქართველოსგან რუსი ბიზნესმენის, სერგეი ბოკარევის ექსტრადირებას ითხოვს, მისი დევნა ოპოზიციონერი ნავალნის ფინანსური მხარდაჭერის შემდეგ დაიწყეს. დღეს მიგრაციის დეპარტამენტი სააპელაციო საჩივარს განიხილავს, რომლითაც გადაწყდება მიენიჭება თუ არა ლტოლვილის სტატუსი სერგეი ბოკარევს.




კომენტარები:

ფართი შოპი