ელისო ბოლქვაძე ლატვიის რესპუბლიკაში შეხვედრებს მართავს

17 Sep 2021 16:23

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ლატვიის კულტურის მინისტრს, ნაურის პუნტულისს შეხვდა.

 

შეხვედრაზე კულტურის სფეროში საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

 

ვიზიტის ფარგლებში, ელისო ბოლქვაძე ლატვიის სამხატვრო აკადემიის რექტორს, ლატვიის მუსიკალური აკადემიის რექტორს, ძინტარის საკონცერტო დარბაზის მმართველი საბჭოს წარმომადგენლებს, ასევე, დეკორატიული მხატვრობის და დიზაინის მუზეუმის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მოინახულა ლატვიის პროფესიული განათლების ცენტრი და ლატვიის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი.

 

ელისო ბოლქვაძე ასევე დაესწრო ლატვიელი პიანისტის, გეორგის ოსოკინსის კონცერტს, ასევე საბალეტო წარმოდგენას „Coppelia”, რომელიც გაიმართა ლატვიის ნაციონალური ოპერისა და ბალეტის თეატრში.

 

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ბალტიის თანამედროვე კერამიკული ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოინახულა.




კომენტარები:

ფართი შოპი