ალუდა ღუდუშაური - ყველას, ვინც დედაქალაქის მკვიდრნი ხართ, გეკითხებით: გინდათ თუ არა თქვენი მერი ცხოვრების არაჯანსაღი წესით იყოს დაკავებული?

17 Sep 2021 17:40

ყველას, ვინც დედაქალაქის მკვიდრნი ხართ, გეკითხებით: - გინდათ თუ არა თქვენი მერი ცხოვრების არაჯანსაღი წესით იყოს დაკავებული? გინდათ თუ არა ნარკოტესტიდან გამომდინარე გქონდეთ ინფორმაცია, რასთან გვაქვს საქმე? -გახარიამ ტესტის ჩაბარება არ ისურვა, როგორც ჩანს, აქვს პრობლემები, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გააკეთა.


ღუდუშაურის თქმით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს მაღალი სტანდარტი მოეთხოვება და უმჯობესი იქნებოდა, კახა კალაძის მსგავსად, ნარკოტიკული ტესტი გიორგი გახარიასა და მერობის სხვა კანდიდატებსაც ჩაებარებინათ.


"როდესაც გაქვს პრეტენზია იყო დედაქალაქის მერი, ასეთ შემთხვევაში, ტესტი დაუყონებლივ უნდა ჩააბარო და საზოგადოებას დაანახო, რომ ცხობრების ჯანსაღი წესით ხარ დაკავებული. თავი არ უნდა აარიდო და ათასნაირი სპეკულაცია არ უნდა დაიწყო", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.




კომენტარები:

ფართი შოპი