ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ექიმების 58% - სრულად, 76% კი ერთჯერადად არის აცრილი

17 Sep 2021 17:51

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ორშაბათის მონაცემებით, ექიმების 58% - სრულად, 76% კი ერთჯერადად არის აცრილი.


ამასთანავე, გამყრელიძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების აცრა უნდა იყოს სავალდებულო.


„მაქვს ორშაბათის შემაჯამებელი სტატისტიკა, სადაც ექიმების სულ მცირე 76% იყო ერთჯერადად, 58% კი სრულად აცრილი. შედარებით ნაკლები, 50%-ის ფარგლებში, არიან ექთნები და კიდევ შედარებით უფრო ნაკლებია აცრების მაჩვენებელი უმცროს სამედიცინო პერსონალში, სადღაც 35%. 50%-მდეა სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, პირდაპირ გეტყვით. 


გასაგებია, ექიმებში მეტია, ასეც უნდა იყოს, ამიტომ სამედიცინო პერსონალზე მოწოდება სულ უფრო და უფრო აქტიურია. იცით, რომ მე რამდენჯერმე გავაჟღერე ჩემი პირადი მოსაზრება, ვისურვებდი, რომ სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების აცრა იყოს მანდატორული,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი