‘სუსი“ გვისმენს და აკონტროლებს ყველას ივანიშვილისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ჩვენ ამას წერტილი უნდა დავუსვათ“ - გიგა ბოკერია

17 Sep 2021 18:47

„წლების განმავლობაში არცერთი პუტინის რუსეთის ჯაშუში არ დაუჭერიათ, რადგან ჩვენი ყველასი, მათ შორის ოპონენტების კონტროლით არიან დაკავებულები, რადგან ივანიშვილმა შეინარჩუნოს ძალაუფლება.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „სუსიდან“ გამოჟონილ ერთ-ერთ ფაილს.


 „მე მიმაჩნია, რომ ამ და ბევრ სხვა შემთხვევაში ჩვენთვის ცალკეული საუბრების შინაარსზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, საგანგაშო და აღმაშფოთებელი არის მთლიანად მოვლენა. მოვლენა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების აპარატი არის მომართული და პოლიტიკური დავალება აქვს არა გარე მტრების, ჯაშუშების მხილება, რაც უნდა იყოს მათი საქმე, არა ორგანიზებული დანაშაულის ან შავრაზმული, ექსტრემისტული მოძალადე ჯგუფებიშ წინააღმდეგ ლეგიტიმური, კანონიერი მუშაობა და ეს სამი ჯგუფში ერთმანეთში ძირითადად აღრეულია, ჩვენ ეს უკვე ვნახეთ, ფარავს ერთმანეთს, არა კორუფციის წინააღმდეგ მუშაობის ფოკუსირება, არამედ უბრალოდ ტოტალური, უკანონო, მათ შორის ბინძური მეთოდებით ინფორმაციის შეგროვება სტატუს-კვოს კონტროლისთვის ანუ ივანიშვილის ძალაუფლებისთვის, ეს არის ერთადერთი რაც ამოძრავებთ. გარდა მასშტაბისა, რაც შემაშფოთებელია და კატასტროფულია, გარდა იმისა რომ ისტორიული პრობლემა, რომელიც იქამდეც არსებობდა უკონტროლობის სპეცსამხაურების ინფორმაციის მოპოვების საქმეში, აქ ეს გაღრმავდა, პოლიტიკური დავალებაა, რომ უბრალოდ ძალაუფლება შეუნარჩუნონ ივანიშვილის და მხოლოდ ამაზე იზრუნონ. ეს არის კატასტროფა, რომელსაც სჭირდება პირველი, პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლა, ამის გარეშე არაფერი არ გამოვა და მეორე, იმ ტიპის სისტემური რეფორმები, რომელიც ამაზე უკეთესი ხელისუფლების პირობებშიც კი, რაც არ არის ძნელი წარმოსადგენი, იქაც ეს რისკები დავიყვანოთ მინიმუმამდე ან გავანეიტრალოთ შემაკავებელი ეფექტებით. ოღონდ იქამდე რამე რეფორმებზე ლაპარაკი, სანამ პოლიტიკური დავალება აქვს სახელმწიფო აპარატს არა ქვეყნის სუვერენიტეტის ან მოქალაქეებს თავისუფლების დაცვისა, არამედ რეჟიმის სტატუს-კვოს შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, მათ შორის მტრის გაძლიერების ფასად, იქამდე არაფერი არ გამოვა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ განსხვავებით ბევრი ჩვენზე ძლიერი ქვეყნისა უსაფრთხოების თვალსაზრისით, ლიტვა, ესტონეთი, ლატვია, პოლონეთი, გერმანია, აშშ, სხვა, მთელი ამ წლების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმის ყოფნისას არცერთი შემთხვევა არ იყო მხილების პუტინის რუსეთის ჯაშუშური საქმიანობისა. ვინმეს სჯერა, რომ ისინი არ საქმიანობენ?!, ჩვენ მათ საქმიანობის შედეგბს ვხედავთ პოლიტიკაში.





კომენტარები:

ფართი შოპი