დავით შერაზადიშვილი განაგრძობს მოსახლეობასთან კარდაკარ შეხვედრას

17 Sep 2021 20:43

 „ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის  მერობის კანდიდატი, დავით შერაზადიშვილი  აგრძელებს  კარდაკარის პრინციპით მოსახლეობასთან შეხვედრებს, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ, დავით ჯაფარიძესთან ერთად.


მართველი გუნდის კანდიდატებმა, ამომრჩეველს პირისპირ გააცნეს  სამომავლო გეგმები და მოისმინეს მათი საჭიროებები.


გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებმა შერაზადიშვილს მადლობა გადაუხადეს  მათი ქუჩის მოწესრიგებისა და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტისთვის.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, განხორციელდა ბოლნისის რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია.  პროექტის ფარგლებში, დაიგო ქვაფენილი, შეიცვალა ღობეები და ჭიშკრები.


„ჩვენთვის მოსახლეობის  კეთილგანწყობა და მათი მადლიერება  სასიამოვნო და იმის მანიშნებელია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვანია.ჩვენ, მომავალშიც განვაგრძობთ ქალაქის ყველა ქუჩის და იერსახის მოწესრიგებას.  - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი