„ლელომ“ ბაღდათსა და ვანში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

17 Sep 2021 22:40

დღეს „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა  ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა ჰქონდა ვანში.


ნაცვლიშვილის თქმით, ქვეყანას სჭირდება ძლიერი  და ნიჭიერი გუნდი, რომელიც ჰყავს „ლელოს“. პარტიას აქვს ძლიერი ხედვები, რის შედეგადაც ქვეყანა გახდება ფინანსურად ძლიერი და ადამიანებს გაუჩნდებათ იმედი.


„დღეს ჩვენი ქვეყანა რელსებიდანაა გადასული და საჭიროა დავაბრუნოთ ჩვეულ რეჟიმში. 


აუცილებელია ადამიანებს დავანახოთ ის საქმეები რისი გაკეთებაც შეგვიძლია. „ლელოში“ არიან ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ საქმიდან და ზუსტად იციან, როგორ წარმართონ ქვეყნის მომავალი სასიკეთოდ. მე მჯერა ჩემი გუნდის და ზუსტად ეს გუნდია რომელიც ქვეყანას სჭირდება. ზუსტად ამ გუნდიდან გვყავს ადამიანები, რომლებიც დღეს წარვადგინეთ, დიმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - გოჩა ჭრელაშვილი, წითელხევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გაბრიელ ღიბრაძე, როხი-ვარციხის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა მახარეიშვილი. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც იციან საკუთარი რეგიონის საჭიროებები, იციან რა პრობლემის წინაშე დგას და როგორ შეიძლება მისი გადაჭრა,“-ანა ნაცვლიშვილი.


ბაღდათის შემდეგ, ანა ნაცვლიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა ვანში, სადაც მოსახლეობას კანდიდატებთან ერთად არჩევნებზე მოსვლის საჭიროებასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.


ვანში სოფელ დიხაშხოს, ძულუხის, სულორისა და ისრითი მაჟორიტარობის კანდიდატი „ლელოდან“ დათო კოპალეიშვილი იქნება, რაც შეეხება მუქედისა და ციხესულორის სოფლებს იქ გიორგი ჭიქაძე იყრის კენჭს. ამაღლება, ინაშაური, ბზვანი და ბაძგში დარეჯან რიჟამაძე იბრძოლებს.


ანა ნაცვლიშვილის, თქმით ვანში წარდგენილი კანდიდატები არიან ადამიანები, რომლებსაც  უყვართ თავისი რაიონი, იციან რა სჭირდებათ ხალხს და აქვთ უნარი გააკეთონ საქმე, რომელიც ხალხს სჭირდება და ადამიანებზეა მორგებული.




კომენტარები:

ფართი შოპი