"იცი რა მიკვირს, გუშინ ვარკეთილში იყო ნინო ქათამაძის კონცერტი. თბილისის მერიამ გააკეთა და მივესალმები, რაც უფრო ბევრი კონცერტი იქნება, ბევრი ღიმილი, ბევრი დადებითი ემოცია, ბევრი სიყვარული, რადგან ეს ყველას გვჭირდება, მაგრამ ხალხი იყო მხოლოდ სცენის გარშემო და იცით რატომ? კაციშვილმა არ იცოდა რომ ნინო ქათამაძის კონცერტი იყო. შეე დალოცვილო კონცერტს აკეთებ, თან ქათამაძე მოგყავს, ამხელა ფულს ხარჯავ, გააგებინე ხალხს, რომ კონკრეტულ დღეს არის კონცერტი...
მე როგორ გავიგე? ჩემმა მეგობარმა დამირეკა, რომელიც ასევე შემთხვევით მოხდა ამ კონცერტზე და მუსიკის ხმაზე, მიმდებარე კორპუსებიდან ჩამოვიდა ხალხი... ხომ შეიძლება ორგანიზებულაად გააკეთოთ ეს ყველაფერი... წინასაარჩევნოდ რომ დარბიხართ ამ რუპორებით, ასეთ დღეებშიც ირბინოთ და იყვიროოთ ხალხოო კონცერტიააოო, მარილი მოაყარეთ საჭმელს რა ბოლომდე...
#ვისწავლოთსწორიპიარი"