"ვენის წამყვანი ჰოსპიტალის დასკვნით, გიორგი გახარიას არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა" (+ფოტო)

18 Sep 2021 03:09

"ვენის წამყვანი ჰოსპიტალის დასკვნით, გიორგი გახარიას არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა"- აღნიშნილია გიორგი გახარიას ფეისბუქ-გვერდზე.


"ექსპერტიზა ჩატარდა ქალაქ ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS“ 2021 წლის 14 სექტემბერს. ექპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გაიარა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნებაყოფლობითი შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზებით. გამოკვლევა ჩატარდა ავსტრიაში დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად.


დეტალური კვლევების შედეგებით, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება.


დოკუმენტის გაცემის თარიღია - 2021 წლის 16 სექტემბერი."- აღნიშნულია ფეისბუქ-პოსტში.





კომენტარები:

ფართი შოპი