“ევროპული საქართველოს” ლიდერები ოზურგეთში, ადგილობრივ ლიდერებთან ერთად მხარდამჭერებს შეხვდნენ

18 Sep 2021 13:06

"გურიაში, ადგილობრივი გუნდის სიძლიერესთან ერთად , მოქალაქეებიც ყოველთვის პოლიტიკურად აქტიურები არიან, სწორედ ამიტომ მათ ზუსტად აქვთ გათავისებული თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმი  ქვეყნისთვის" - განაცხადა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას


"ჩვენ გვქონდა შეხვედრა ჩვენს მხარდამჭერებთან, აქ გურიაში, ოზურგეთში. გარდა იმისა, რომ გუნდი გვყავს ძალიან ძლიერი აქ ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, სადაც მოქალაქეები პოლიტიკით ინტერესდებოდნენ ყოველთვის და ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამენ იმ საფრთხეს, რასაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის და ესმით ჩვენზე უკეთაც კი რომ, რა თქმა უნდა, თვითმმართველობა მნიშვნელოვანია, ვინ წარმოადგენს ხალხს თვითმმართველობაში, მაგრამ ეს ბევრად უფრო მეტია ახლა ვიდრე თვითმმართველობაც კი, ან განწყობით არიან. 


მე მჯერა, რომ ეს ადამიანები, ვინც აქ არიან ახლა, იქნებიან მთავარი გზავნილის მიმტანები ყველა სხვა მოქალაქესთან თუ რატომ არის ჩვენს ხელში ჩვენი ბედი და რატომ უნდა უნდა გავაკეთოთ ეს არჩევანი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად, რასაც ამ არჩევნებზე მისვლა სჭირდება." - განაცხადა გიგა ბოკერიამ


"2 ოქტომბრის არჩევნების შესახებ, ყველამ მინდა გავითავისით, რომ ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები. ეს არის რეფერენდუმი, სადაც წყდება საქართველოს ევროპული მომავალი ანუ საქართველოს ბედი. თუ კიდევ დარჩა საქართველო რუსულ ორბიტაზე, ეს არის ჩვენი დაღუპვა, ისევ საბჭოურ ჭაობში ყოფნა, რომლის გადარჩენა და გამოსავალი არის მხოლოდ ერთადერთი გზა, გადავიდეთ უნდა თავისუფალ რელსებზე, თავისუფალ განვითარების გზაზე, რისთვის “ევროპული საქართველო” და დასავლური ოპოზიციური სპექტრი არის მოწოდებული." - განაცხადა მიხეილ გოგოტიშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი