"ძლივს არ მოვესწარი ისეთ სიაში ყოფნას სადაც ბიძინა და ბერა არ არიან"-ირაკლი ოქრუაშვილი

15 Jul 2018 04:26

"დღეს ჟურნალისტებმა დილიდან ამიკლეს, რაღაც შავ სიაში შეგიყვანეს აფხაზებმა და ოსებმაო. ძლივს არ მოვესწარი ისეთ სიაში ყოფნას სადაც ბიძინა და ბერა არ არიან."- წერს შს ექმსინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.


არასასურველი პირების ჩამონათვალი ე.წ. რესპუბლიკურმა-საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ შეადგინა და საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტსა და მთავრობას გადაუგზგავნა. სია 26 კაციანია. ჩამონათვალში საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც მოხვდა. საოკუპაიო რეჟიმის წარმომადგენლები "შავ სიაში" შესულ 26-ვე პირს სამხედრო დანაშაულის ჩადენაში, გენოციდსა და ტერორისტულ საქმიანობაში ადანაშაულებენ. ოქრუაშვილთან ერთად, ჩამონათვალში შედიან - მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები და სხვები.


"შავ სიას", " ხიშბა-სიგუას სია" უნდა ეწოდოს, იმ ადამიანების პატივსაცემად, რომლებიც საქართველოს სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და მოკლეს.-ნათქვამია ავტორების მიმართვაში. 


ადგილობრივი გამოცემა  „НУЖНАЯ ГАЗЕТА“ -ს ცნობით, პარლამენტისადმი გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნაბიჯი,  „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის შექმნის შესახებ, დაუსაბუთებელია და არავითარ ფაქტებს არ ეფუძნება.



კომენტარები:

ფართი შოპი