"ნახევარი ევროპა მოვლილი მაქვს და ბრიტანელებისთანა უვარგისი ხალხი ჯერ არ მინახავს"

15 Jul 2018 04:55

დავით ჩანადირი, მკველვარი:


"იმის გამო, რომ დღეს ფეხბურთი თითქმის პოლიტიკად იქცა (ამის მაგალითია ხორვატიის გუშინდელი მთავრობის სხდომა, სადაც სახელმწიფო მოხელეები საფეხბურთო გუნდის მაისურებით წარსდგნენ), გადავწყვიტე, რომ ეს ვრცელი პოსტი დამეწერა.


მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ვეცადე, რომ ინგლისისთვის მეგულშემატკივრა (რაც არ უნდა იყოს, რამდენიმე წელია უკვე აქ ვცხოვრობ და ორივე შვილი ბრიტანელი მყავს), მაგრამ ვერ შევძელი და იცით რატომ?


ნახევარი ევროპა მოვლილი მაქვს და ასეთი უვარგისი ხალხი (“უვარგისი” სულხან-საბასთან “გამოუსადეგარს" ნიშნავს) ჯერ არ მინახავს. გულშემატკივრობა კი არა, მთელი ჩემპიონატის მანძილზე, ზიზღი ვერ მოვიშორე ამ ქვეყანაში გამეფებული თავგასულობისა. ვიცი, ბევრი, და განსაკუთრებით აქ მცხოვრები ქართველები, უმადურობას დამწამებენ, მაგრამ განსაკუთრებით მათ გასაგონად უნდა ვთქვა:


ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ბრიტანეთს საქართველოსთვის არასოდეს სიკეთე არ მოუტანია! პირიქით, ის ყოველთვის ჩვენს ფარულ მოქიშპე სომხეთს წყალობდა. ბრიტანეთი ტიპიური მაგალითია დამპყრობელი ქვეყნისა, რომლის მოსახლეობის სრული უმრავლესობის მენტალიტეტზეც აისახება ეს ძირძველი ძალადობის კვალი.


ეს არის ქვეყანა, რომელიც ბოლო წლებში გადაივსო საეჭვო მუსლიმანური თემითა და ინდურ-პაკისტანური უბნებით, მაგრამ ამის მიუხედავად, დიდ “სიფრთხილეს” იჩენენ საქართველოს მოქალაქის ქვეყანაში შემოშვებისთვის.


ეს არის ქვეყანა, რომელმაც საკუთარ რწმენას სულში ჩააფურთხა და ეკლესიები ღამის კლუბებად აქცია.


ეს არის სახელმწიფო, რომლის მართველი უმრავლესობაც დღეს ცისფერია (ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყნისა მსოფლიოში და მათ უფლებებს ხმალამოღებული იცავს).


ეს არის კუნძული, რომელმაც საუკუნეების მანძილზე მიიღო ყველაფერი და გასცა არაფერი (ვაღიარებ, რომ ეს ძლიერი ქვეყნისთვის ძალზედ დამახასიათებელი ქმედებაა, რამეთუ ასეთია დღეს რუსეთიც და თითქმის ასეთივე იყო საქართველოც თამარის დროს, როცა ჩვენ ამის საშუალება მოგვეცა).


ეს არის სახელმწიფო, რომელიც დღესაც იმონებს ხალხს და თუ შენ, ქართველი, რომელიც ასე მხურვალედ გულშემატკივრობდი ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს, უბრალოდ მსოფლიო ისტორიას გადახედავ, ან თუ ეს დაგეზარება (და სავარაუდოდ დაგეზარება და ამის მიზეზად დროის არქონას დაასახელებ), უბრალოდ ურთიერთობაში შეხვალ ადგილობრივ მოსახლეობასთან, ნამდვილ კონსერვანტ ინგლისელებთან (რომელნიც 80%-თ არიან წარმოდგენილნი), მიხვდები, რომ ბრიტანეთს, იმის გამო, დღეს რომ აქ ცხოვრობ, ან მოგწონს, ასეთი თავგამოდებით არ უნდა უგულშემატკივრო!"


კომენტარები:

ფართი შოპი