მამუკა ხაზარაძემ გორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

19 Sep 2021 20:41

„2 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე და სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა დაამთავროს ერთი კაცის მმართველობა ამ ქვეყანაში.“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მისივე თქმით, ოპოზიციურმა სპექტრმა აუცილებლად უნდა შეძლოს „ქართული ოცნების“ სამარცხვინოდ დამარცხება, რადგან მომავალ წელს ქვეყანაში ჩატარდეს სრულად პროპორციული არჩევნები და ქვეყანამ მიიღოს კოალიციური მთავრობა.


მამუკა ხაზარაძემ „ლელო საქართველოსთვის“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად წარადგინა - გორის  ქალაქის ცენტრალურ ნაწილში- პაპუნა კობერიძე. კარალეთში - ალექსი სუხიტაშვილი.  ვარიანის, ნიქოზის და შინდისის თემის სოფლებში - ვეფხია კასრაძე. დიცში, მერეთსა და ტირძნისში - ზაქარია ვატიტაძე. ტინისხიდსა და სკრაში კი - ილია ძამაშვილი.


„როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია და გამყოფი ხაზი ყოველკვირეულად გვიახლოვდება, როცა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია, როცა ყოველდღიურად 50 ადამიანის სიკვდილს შეგვაგუეს, როცა ქვეყანა ამდენმა ადამინმა დატოვა, როცა ინფლაციამ 13%-ს გადააჭარბა, ამ დროს სად არის გამოსავალი? 


მე მინდა გითხრათ, რომ გამოსავალი არის და ეს გამოსავალი ხართ თქვენ, თითოეული თქვენგანი! 

2 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე და სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა დაამთავროს ერთი კაცის მმართველობა ამ ქვეყანაში.


ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ სამარცხვინოდ დამარცხდეს „ქართული ოცნება“ და მომავალ წელს მივიღოთ სრულად პროპორციული არჩევნები. გრძელი გზის გავლა მოგვიწია მაგრამ ეს არის თანმიმდევრული გზა, რომელსაც „ლელო“ ყოველთვის გთავაზობდათ. მომავალ წელს ქვეყანა აუცილებლად მიიღებს კოალიციურ მთავრობას" - მამუკა ხაზარაძე.




კომენტარები:

ფართი შოპი