ბიბილაშვილი: "გახარიამ ავჭალა აღმოაჩინა"

19 Sep 2021 20:45

“ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატის, ანა ბიბილაშვილის თქმით, გიორგი გახარია ისე შეეჩვია კრიტიკული ოპოზიციონერის თამაშს, უკვე თვითონაც ვეღარ არკვევს ტყუილ-მართალს. "ოცნების" ყოფილმა პრემიერმა 8 წლის თავზე დღეს აღმოაჩინა ავჭალა და შეშფოთებასაც გამოხატავს იქ ნანახით. 


“რუსეთიდან დაბრუნებულმა გახარიამ პირდაპირ "ქართული ოცნების" კაბინეტში გადაინაცვლა. 


მას არასდროს ქონია შეხება თბილისის შორეულ უბნებთან, ამ ქალაქის მაცხოვრებელთა რეალურ გულისტკივილთან. ამიტომ ჯერ ბევრი აქვს სასწავლი და კიდევ ბევრი აღმოჩენა წინ.


გახარია ბოლო დროს ხშირად დადის გაოგნებული და ვითომ აღშფოთებული, ეს რა ქვეყანაში გვიცხოვრიაო. გეგონება, ამ ქვეყნის პრემიერი, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრი არ ყოფილიყო. გეგონება, თვითონ არ იყოს ამ ყველაფრის თანაშემოქმედი, რაც დღეს ამ ქალაქის და ქვეყნის ხალხის თავს ტრიალებს.


საქართველოს ყოფილი პრემიერი არის ამ თბილისის, ამ საქართველოს და ამ ეკონომიკური პოლიტიკის ერთერთი შემოქმედი. როდესაც დღეს ის ქალაქის არათანაბარ განვითარებაზე საუბრობს, ეს უკიდურესად დამცინავი და მიუღებელია. ურჩევნია სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს ამ არასწორი განვითარების ფორმულის ერთერთი ავტორი.  


ექსპრემიერი კი  დღეს გასცდა  თბილისის ცენტრს, მაგრამ ჩვენ წლებია ვსაუბრობთ რომ კალაძე-გახარიას განვითარების მოდელი უსამართლოა. მათი ურბანული პოლიტიკა სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა თბილისის ცენტრის "ევრორემონტი", მაგრამ არა ქალაქის ყველა უბნის თანაბარი განვითარება,”- განაცხადა  ბიბილაშვილმა. 


მისივე განცხადებით, 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე, ეს ქალაქი აირჩევს პროფესიონალიზმს, ქალაქის რეალური განვითარების ხედვას და არა პოლიტიკოსებს ვინც ეს ქვეყანა ამ დღეში ჩააგდო და არცერთი მიმართულებით არ იღებენ პასუხისმგებლობას, არც ეკონომიკაზე, არც ჯანდაცვაზე და არც ამ ქალაქის არასწორ განვითარებაზე.




კომენტარები:

ფართი შოპი