ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი კორონავირუსით გარდაიცვალა

20 Sep 2021 00:34

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.


საპატრიარქოს ინფორმაციით, მეუფე სერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.


"გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას მიტროპოლიტ სერგის გარდაცვალების გამო.აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი", - ნათქვამია ინფორმაციაში.


წყარო:  " ინტერპრესნიუსი"




კომენტარები:

ფართი შოპი