ეს ბოროტების მანქანა, რომელიც საზოგადოებასთან ერთად საკუთარი, სახელისუფლებო გუნდის ტოტალურ კონტროლსაც აწარმოებს, მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება

20 Sep 2021 14:56

„მანკიერი და ბოროტი სისტემა ზუსტად ასე მუშაობს, თავად სისტემის შიგნითაც ადამიანები ერთმანეთს ებრძვიან, იმის მაგივრად რომ ადამიანების კეთილდღეობაზე იზრუნონ, ერთმანეთის კომპრომატირებასაც ცდილობენ“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციის შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატი ჩუღურეთში, გიორგი ნონიაშვილი „სუსის“ მხრიდან სახელისუფლებო გუნდის წევრების მოსმენაზე გავრცებულ ინფორმაციას


„ზოგადად ბოროტების მანქანა ზუსტად ასე მუშაობს, ერთმანეთის გაკონტროლებასა და კომპრომატირებას ცდილობენ ადამიანები ხელისუფლებაში, ვინც ძალაუფლების სათავეში არიან, იმისათვის რომ მათ საკუთარი პოზიციები გაიძლიერონ. მანკიერი და ბოროტი სისტემა ზუსტად ასე მუშაობს, თავად სისტემის შიგნითაც ადამიანები ერთმანეთს ებრძვიან, იმის მაგივრად რომ ადამიანების კეთილდღეობაზე იზრუნონ, ერთმანეთის კომპრომატირებასაც ცდილობენ, გარდა იმისა რომ ადამიანებს აშანტაჟებენ და აკონტროლებენ. 


ამიტომ ცხადია და ნათლად ჩანს, რომ მთელი ეს სახელმწიფო ბოროტების მანქანა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს, იმიტომ რომ თავად „ქართული ოცნების“ წევრებსაც ამ გზით აკონტროლებენ ბიძინა ივანიშვილისთვის.“ - განაცხადა ნონიაშვილმა შეგახსენებთ, რომ „სუსიდან“ გამოჟონილი ფაილების მიხედვით სახელმწიფო სამსახური „ქართული ოცნების“ წევრების ფარულ კონტროლსაც ახორციელებს.




კომენტარები:

ფართი შოპი