„ერთი პირის პასუხიმგებლობა არსებითად ვერ შეცვლის ვერაფერს, „ქართულმა ოცნებამ“ ააწყო ბოროტების მანქანა და მასზე არის პასუხისმგებელი კრებსითად მთლიანი პარტია“ - გიორგი ნონიაშვილი

20 Sep 2021 15:06

„ქართული ოცნება“ უნდა დამარცხდეს და ეს დაუსვამს წერტილს ადამიანების ტოტალურ კონტროლს“. - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციის შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატი ჩურურეთში, გიორგი ნონიაშვილის გომელაურისა და ლილუაშვილის პასუხისმგებლობაზე დასმულ შეკითხვას


„უნდა გადადგეს გომელაური, უნდა გადადგეს ლილუაშვილიც, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითო-თითო ადამიანის გამოცვლას, თუნდაც უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, არსებითად არ შეცვლის ზოგად ფონს, იმიტომ რომ „ქართულმა ოცნებამ“ ააწყო ბოროტების მანქანა და მასზე არის პასუხისმგებელი კრებსითად მთლიანი პარტია. 


შესაბამისად „ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს და ჩამოშორდეს ხელისუფლებას და ამიტომაც უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ამიტომაც უნდა წააგოს ამ ხელისუფლებამ ეს არჩევნები, იმიტომ რომ შეუძლებელია „ქართული ოცნება“ ამას გაუმკლავდეს და შეუძლებელია ეს მდგომარეობა გამოასწოროს, სურვილიც კი არ აქვს, ის მთლიანად ეყრდნობა ამ ძალაუფლებისა და ბოროტების მანქანას, რომელიც გულისხმობს ადამიანების ტოტალურ კონტროლს და შესაბამისად პოლიტიკური ოპონენტების დევნას, მასწავლებლების, სასულიერო პირების, ყველასი, ვინც მათ თვალში არ მოუვათ.“ - განაცხადა ნონიაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი