კახა კალაძის კამპანიას შეწირული იუნესკოს ბანერები - ბადრი ჯაფარიძე

20 Sep 2021 16:01

,,ლელოს” გენერალური მდივანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე პროექტის - ,,თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი” - შესახებ არსებული  საინფორმაციო ბანერების ჩამოხსნას და მის ნაცვლად, კახი კალაძის ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 


,,ეს არის დემონსტრირება იმ პრიორიტეტების, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს,  სამწუხაროდ, ეს  არ არის წიგნიერების გაზრდა და განათლების სისტემის რეფორმირება. 


ეს შესაცვლელია! ჩვენი მიზანია რომ მომავალი თაობა იყოს გამორჩეული განათლების მატარებელი თაობა, ამას ემსახურება თბილისის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად წარმოჩენა, ჩვენ სწორედ ასეთი კამპანია უნდა ვაწარმოოთ და არა მდარე გემოვნების, პოლიტიკური შინაარსის შემცვლელი ბანერებით გადავავსოთ ჩვენი ქალაქი. 


და სიძულვილის და ზიზღის შემცვლელი სისხლიანი ბანერებით, რაც ეწინააღმდეგება ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებს. “- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი