20 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 148 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

20 Sep 2021 16:57

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთში, 15 ათასამდე მევენახემ ყურძნის რეალიზაციით 160 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღო.


მათი ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნიდან 87 ათას ტონამდე რქაწითელია, 52 ათას ტონამდე საფერავი, 3 ათას ტონამდე კახური მწვანე, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.


„ყურძნის გადამუშავების პროცესში რთველის დაწყებიდან დღემდე 185 დიდი, მცირე და საშუალო ღვინის საწარმო იყო ჩართული.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმდებს.


პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი“,-აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




კომენტარები:

ფართი შოპი