„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ფოთში ადგილობრივ ლიდერებს და მხარდამჭერებს შეხვდნენ

20 Sep 2021 17:08

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგა ბოკერია და გიგი წერეთელი, ფოთის ოპოზიციის შეთანხმებული საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ვახტანგ დარსმელიძესა და  მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი დუნდუასთან ერთად მხარდამჭერებს შეხვდნენ, ადგილობრივები ლიდერებთან საუბრისას ამბობენ, რომ ფოთში სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია, ყოველი წვიმის დროს სანიაღვრე არხება იჭედება და ქალაქი იტბორება.


„ფოთი არის ნათელი მაგალითი იმისა თუ რატომ უნდა შეიცვალოს ეს მთავრობა, იმიტომ რომ დემონსტრირებაა მთავრობის მხრიდან ფეხებზე დაკიდების მოქალაქეების და უტიფარი ტყუილების, ფოთი არის მაგალითი საქართველოს ისტორიული პროდასავლური არჩევნების, “ევროპული საქართველო” ყველა შანსს გამოიყენებს, რათა მოქალაქეებამდე მივიტანოთ სათქმელი, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შანსი და მოვალეობა ყველგან მარცხი იწვნიოს ივანისშვილის რეჟიმმა.“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.ფოთში ვხედავთ იმ პრობლემებს, რასაც საქართველოს ბევრ სხვა რეგიონში, აქ მოქალაქეებს აღარ სურთ ასე ცხოვრება, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის 2 ოქტომბრის არჩევნებში აქტიურობა.“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა.


„2 ოქტომბერი არ არის მხოლოდ თვითმართველობის არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი ჩვენი ქვეყნის და თავისუფლების გადასარჩენად,- განაცხადა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეობის ოპოზიციის შეთანხმებულმა კანდიდატმა ვახტანგ დარსმელიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი