ხელისუფლება ახდენს ეკლესიის დისკრედიტაციას. ყველა ნორმალურ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი გადადგებოდა - მამუკა ხაზარაძე

20 Sep 2021 17:38

თბილისის პროკურატურაში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხვები გრძელდება. დღეს გამომძიებლის შეკითხვებს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე უპასუხებს.

ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ მან თვითონ მოითხოვა პროკურატურისგან დაკითხვა და ადასტურებს ჩანაწერების ავთენთურობას. ასევე, ის სრულად გმობს ფაქტს, რომ უსმენენ პატრიარქს, უსმენენ ახსარების საიდულოებას, სასულიერო პირებს და ეკლესიას. ხაზარაძის თქმით „ქართული ოცნება“ ახდენს ეკლესიის დისკრედიტაციას და ჩანაწერების ავთენტურობის შემთვევაში ითხოვს პრემიერისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას.


„ყველა ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი რამ გამოძიებული იქნებოდა ძალიან სწრაფად და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, ამ ყველაფრის მეთაური, ანუ პრემიერ მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი გადადგებოდა.“ - მამუკა ხაზარაძე

„მე ღიად მოვუწოდე პროკურატურას, რომ ყოფილიყო ჩემი დაკითხვა იმ ფაქტთან დაკავშირებით , რადგან დამედასტურებინა ჩემი საუბარი სასულიერო პირებთან, რომელიც ამ უკანონო, ათასობით ფაილი გახდა ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი. 


ეს არის კანონის უხეში დარღვევა და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამ ჩანაწერების ავთენტურობას.

ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მსგავსი რამ გამოძიებული უნდა იქნას ძალიან სწრაფად და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში ამ ყველაფრის მეთაური, ანუ პრემიერ მინისტრი და სუს-ის ხელმᲮღვანელი უნდა გადადგეს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ შექმნილი მდგომარეობიდან.

ასევე, კატეგორიულად ვგმობ ამ ფაილების ასე საჯაროდ ტრიალს, იმიტომ რომ ეს იწვევს საზოგადოების დაპირისპირებას. სრულად ვგმობ ფაქტს, რომ უსმენენ პატრიარქს, უსმენენ ახსარების საიდულოებას, ჩვენს სასულიერო პირებს და ეკლესიას. ახდენენ ჩვენი ეკლესიის დისკრედიტაციას.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურები. 2 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს რათა "ოცნება" პოლიტიკური ვირუსი დავამთავროთ ჩვენს ქვეყანაში და სახელმწიფო უშიშროების სამსახურები ჩავაყენოთ ქვეყნის სამსახურში და არა საკუთარი მოქალაქეების საწინააღმდეგო სამსახურში.“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი