„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ მცდარს უწოდებს „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მათი პროექტის ბანერები „ქართული ოცნების“ პლაკატებით ჩანაცვლდა

20 Sep 2021 19:24

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ეხმაურება პოლიტიკური პარტია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მათი პროექტის ბანერების ნაცვლად, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატები განთავსდა. პროექტის ხელმძღვანელობა ამ ინფორმაციას მცდარს უწოდებს.


„თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული პროექტის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ შპს „ალმასთან“, საინფორმაციო სარეკლამო მასალების გარე კონსტრუქციებზე განთავსების მომსახურების შესახებ კონტრაქტი გაფორმდა. 


რომლის თანახმად, აღნიშნული პროექტის სარეკლამო ბანერები 2021 წლის 20 აპრილიდან, ამავე წლის 19 ივნისამდე უნდა განთავსებულიყო. 


ამ მიზნით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ორგანიზაცია „ალმასგან“ ყოველთვიურად, 275 კვადრატული მეტრი ფართობის სარეკლამო სივრცეს ქირაობდა. ვინაიდან, 2021 წლის 19 ივნისს, მათ შორის დადებული კონტრაქტი დასრულდა, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბანერები ჩამოიხსნა და ამაზე პასუხისმგებელი შპს „ალმა“ გახლავთ“, - აღიშნულია განცხადებაში.


აღსანიშნავია, რომ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.




კომენტარები:

ფართი შოპი