თბილისს წიგნის დედაქალაქის სტატუსი 31 დეკემბრამდე აქვს, თუმცა კალაძე მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს და ამ ინფორმაციას ბილბორებიდან აქრობს - თაზო დათუნაშვილი

20 Sep 2021 19:48

„ქათული ოცნების“ მიერ დედაქალაქში სრულად ათვისებული ბილბორდრდების საკითხზე კალაძის განცხადებას გამოეხმაურა “ლელოს“ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თაზო დათუნაშვილი. 


როგორც დათუნაშვილი აცხადებს, ის ყოველთვის თავს არიდებდა,  კახა კალაძის “გაუნათლებლობაზე” ლაპარაკს, მაგრამ რადგან, დისტანციურად და ტელევიზიების საშუალებით დაიწყო დებატები დათუნაშვილი თვლის, რომ პასუხი დასაბრუნებელია.
 

„კახა, ჩემო უწიგნურო მეგობარო, თბილისს წიგნის დედაქალაქის სტატუსი ერთი წლით მისცეს, კალენდარული წელი 31 დეკემბერს მთავრდება!

ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი, ამიტომ ბანერი, რომელიც თბილისელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს ამცნობდა იმას რომ, თბილისი წიგნის დედაქალაქია, უნდა დარჩენილიყო თავის ადგილას 31 დეკემბრამდე! შენი ცარიელი თავი და უმეტყველო ფიზიონომია აი ამიტომ არ უნდა გადაგეკრა, ამ კონკრეტულ ბანერებზე! მინდა პირადად მივმართო მოქმედ მერს და ავუხსნა, არ მეზარება, ალბათ მისთვის წაკითხულის შინაარსის გაგება ცოტა უფრო რთულია ვიდრე ფულის მოპარვა და ბურთის დევნა,“- აცხადებს დათუნაშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი