ვლადიმერ ჩაჩიბაია: 2012 წლამდე ჯარში ვალდებულება იყო, როცა ხმას აძლევდი გადაგეღო სურათი ბიულეტენისთვის და გეჩვენებინა, რომ ხმა მიეცი მმართველ პარტიას. დღეს ეს არ არსებობს

20 Sep 2021 19:48

პოლიტიკისა და ჯარის შეთავსება დაუშვებელია, იმიტომ რომ ჯარი ყველას ემსახურება, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აღნიშნა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ დღეს სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეა და უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამ სახელმწიფოს მიმართ მართებს.


ის ჯარის პოლიტიკისთვის გამოყენების მავნე პრაქტიკის მაგალითს წარსულიდან იხსენებს, ამბობს, რომ 2012 წლამდე საარჩევნო უბნები პირდაპირ სამხედრო ნაწილებში იხსნებოდა, იმისთვის, მმართველ ძალას, მაქსიმალური შედეგი მიეღო.


„2012 წლამდე ვალდებულება იყო, როცა ხმას აძლევდი გადაგეღო სურათი საარჩევნო ბიულეტენისთვის და უნდა გეჩვენებინა, რომ დადასტურებულად ხმა მიეცი მმართველ პარტიას. დღეს ეს არ არსებობს“, - აცხადებს ჩაჩიბაია.


13 სექტემბერს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ სახელმწიფო სამხედროებზე არ ზრუნავს და მათ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მობილიზებისკენ მოუწოდა.



კომენტარები:

ფართი შოპი