"კარგად შემომხედეთ, ქოჩორი მაქვს შევარდნაძესავით მაღალი თუ თეთრი თმები, ვგავარ შევარდნაძეს?" - რომან გოცირიძე

15 Jul 2018 05:37

„თქვენი ლოგო არის ზურგზე დარტყმული დამღა, რომელსაც თეა წულუკიანი აწერია. ეს არის თქვენი დღევანდელი მთავრობა,“ - ასე მიმართა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ, მმართველი გუნდისა და მთავრობის წარმომადგენლებს.


"ქართული ოცნების ლოგო იცით, რა იყო? ლურჯ მაისურზე გამოხატული მკერდზე ვარსკვლავი, დღეს ეს ვარსკვლავი გადახაზულია. თქვენი ლოგო არის ზურგზე დარტყმული დამღა, რომელსაც აწერია თეა წულუკიანი. ეს არის თქვენი დღევანდელი მთავრობა. გუშინ რატომღაც მთელი ეს შევარდნაძის პერიოდის ბავშვური, ე.წ. თინეიჯერული განცდები ჩემთან დააკავშირეთ. აბა, ერთი კარგად შემომხედეთ, ქოჩორი მაქვს შევარდნაძესავით მაღალი თუ თეთრი თმები, ვგავარ შევარდნაძეს? ძალიან მაოცებდა ამ სამყაროში ორი რამ, მაღლა მოჭედილი ცა და დაბლა ბატონ ბიძინა ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა. საიდან მოიყვანეთ ეს ხალხი?“ - განაცხადა გოცირიძემ.


კომენტარები:

ფართი შოპი