გურამ მაჭარაშვილი: თუ ზიზღის ენაზე ვსაუბრობთ, არა მგონია ვინმემ „ნაციონალურ მოძრაობას“ აჯობოს

20 Sep 2021 20:11

თუ ზიზღის ენაზე ვსაუბრობთ, არა მგონია, რომ ვინმემ „ნაციონალურ მოძრაობას“ აჯობოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


„ჩვენ გვირჩევნია, რომ არჩევნების მერე, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა, იყოს კონსტრუქციული კრიტიკა, ხანდახან შეიძლება იყოს უსაფუძვლო, პოლიტიკაში ასეც შესაძლებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რადიკალიზმსა და ნიჰილიზმზე დამყარებული. როდესაც შენ, საზოგადოებას ნიჰილიზმს უღვივებ, ბუნებრივია, რომ ასეთი საზოგადოება შენ არასოდეს გამოგყვება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


ბანერები წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ ქუჩებში 17 სექტემბერს გამოჩნდა. მათი ავტორი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა, რომელიც საჯაროდ ამბობს, რომ ამ ფოტოებზე მან საკუთარი პოლიტიკური გემოვნება ასახა.


ბანერების შესახებ, პოლიტიკურ სპექტრში, ხმაურიანი განცხადებები კეთდება. ოპოზიცია ამ ბანერების უკან „ქართული ოცნების“ კვალს ხედავს, მმართველი გუნდი კი ბრალდებებს უარყოფს და ოპონენტებს ურჩევს, „ქართული ოცნების“ განცხადებებსა და სოციალურ გვერდებს გაეცნონ, სადაც, მათივე ინფორმაციით, სიძულვილის ენა არსად იკვეთება.

ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერების კანონიერებას ცესკო შეისწავლის.




კომენტარები:

ფართი შოპი