მამუკა მდინარაძე გახარიაზე: რა უნდოდა ამ კაცს, რა ჩაატარა, მართლა ვერ გავიგე, მაინცდამაინც „კოკაინი“ რატომ ახსენა - თვითონ გააჩინა ეჭვი

20 Sep 2021 21:56

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით ეჭვები თავად გააჩინა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


„რა უნდოდა ამ კაცს, რა ჩაატარა, მართლა ვერ გავიგე. შეიძლება გასაღიმებელიც იყოს. ან უნდა ეთქვა: „ახლავე წავალ, ჩავიტარებ ექსპერტიზას" ან ეთქვა, რომ „ჩემთვის არის შეურაცხმყოფელი”. 


მაინცდამაინც „კოკაინი“ რატომ ახსენა, ვერავინ გაიგო. შემდეგ წავიდა და სერთიფიცირება საერთოდ არ აქვს ამ სფეროში, ისეთ კლინიკაში ჩააბარა ანალიზი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნევროპათოლოგთან გაუკეთებია ნარკოლოგიური ანალიზი. საოცრებები ატარა. ჩვენ ვერც ვკადრებდით ვერავის, ვერც გახარიას, ვერც მტერს და ვერც მოყვარეს. ისეთი რაღაცები აკეთა, თვითონ გააჩინა ეჭვი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ ნარკოტესტი, თმის ღერით, ავსტრიაში გაიკეთა.


მანამდე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა.


თბილისის მერმა ნარკოტესტი 6 სექტემბერს ჩააბარა. სამხარაულის ეროვნული ბიუროს დატოვების შემდეგ კახა კალაძემ ოპონენტებსაც მოუწოდა, რომ ნარკოტესტი ჩაიტარონ და საზოგადოებას შედეგები წარუდგინონ.




კომენტარები:

ფართი შოპი