ხათუნა სამნიძე ნიკა მელიას განცხადებაზე - ეს არის მორიგი შეცდომა, პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილება - მტკიცე ნაბიჯებია საჭირო ოპოზიციის მხრიდან და არა ისევ მჯიღი გულზე

20 Sep 2021 22:47

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, სუს-ის უფროსის პარლამენტში დაბარებისთვის ოპოზიციის ხმები საკმარისია, თუმცა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამ შესაძლებლობას საკუთარი გადაწყვეტილებით ხელს უშლის.


ხათუნა სამნიძე ამით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

"ეს არის მორიგი შეცდომა, პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილება და სამწუხაროდ, არც პირველი. ახლა, როდესაც ტოტალური თვალთვალის და მოსმენის ფაქტების შემდეგ გვაქვს შესაძლებლობა, სუს-ის უფროსი პარლამენტში მობრძანდეს და პასუხი გასცეს ყველაფერს, ამისთვის საკუთარი ხმები ჰყოფნის ოპოზიციას და ამას არ იყენებს, რა ჰქვია ამას?! ასე გავუშვით ხელიდან 5 ივლისის გამოძიების შანსიც არჩევნებამდე. 


ეს ჯერ კიდევ დღის წესრიგშია, შანსი გვაქვს, მაგრამ როცა ასეთ შეცდომებს უშვებს განზრახ თუ უნებლიედ ოპოზიციის ნაწილი, რაში უნდა დავარწმუნოთ ამომრჩეველი? 2 ოქტომბრამდე თანმიმდევრულობა და მტკიცე ნაბიჯებია საჭირო ოპოზიციის მხრიდან და არა ისევ მჯიღი გულზე! 


სუს-ის უფროსი პარლამენტში ოპოზიციის დაკითხვით - ამას უშლის ახლა ხელს "ენმ" რეალურად. ძალიან სამწუხაროა!", - წერს სოციალურ ქსელში ხათუნა სამნიძე.


ინფორმაციისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ლელოს" ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, პარტია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას და სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ "2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია".




კომენტარები:

ფართი შოპი