დღეს მე მოვითხოვ, რომ დაზარალებულად მცნონ, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, იგივე უნდა გააკეთოს თითოეულმა მოქალაქემ იმისთვის, რომ მსგავსი უკანონო მოსმენები აღარ მოხდეს.
"მე მინდა გავერკვიო, როგორც დეპუტატი, როგორც მოქალაქე, როგორც ადამიანი. დღეს მე მოვითხოვ, რომ დაზარალებულად მცნონ. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ. ყველას მოვუწოდებ, რომ ეს ნაბიჯი გადადგათ. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ადამიანი, ვინც მივა და იტყვის, რომ "არ მოგცემ უფლებას ჩემ პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩაერიო."
ის განცხადება, რომელიც დღეს მოვისმინეთ, რომ თურმე დიპლომატებსაც უნდა უსმენდნენ და თურმე ასე იმართება ქვეყანა, ეს არის ქვის ხანა. ეს არის დილეტანტიზმი, იმ სისტემის მორგება, რაც სასამართლოში და პროკურატურაში მოახერხა "ქართულმა ოცნებამ" და ახლა ამის "გაპრავება" მიდის. თურმე პატრიარქს უსმენენ იმიტომ, რომ მისი უსაფრთხოება დაიცვან", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.