კახა კალაძე - კახა კალაძეს არასდროს ჰქონია პრობლემები, არ აქვს და არც მომავალში ექნება

21 Sep 2021 00:07

კახა კალაძეს არასდროს ჰქონია პრობლემები, არ აქვს და არც მომავალში ექნება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმადაც, მას "გარკვეული პრობლემები ჰქონდა ენერგეტიკის მინისტრობის დროს, მათ შორის კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით".


„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე და ცილისწამება. კახა კალაძეს არასდროს ჰქონია პრობლემები, არ აქვს და არც მომავალში ექნება. ღირსეულად ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ვემსახურები ჩემს ხალხს”, - აღნიშნა კალაძემ.


რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ჩანაწერებს, რომელმაც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, კალაძემ აღნიშნა, რომ სუს-ი ყველას უნდა უსმენდეს, "ვისაც საჭიროდ ჩათვლის."


"უსაფრთხოების სამსახური არის იმის, რომ მოუსმინოს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩათვლის საჭიროდ, კანონის ფარგლებში", - აღნიშნა კალაძემ.


კახა კალაძემ ასევე წინასაარჩევნო კამპანიაზეც ისაუბრა:


"წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში: ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა თავიანთი პოლიტიკური ხედვები, საარჩევნო პროგრამები წარუდგინონ საზოგადოებას, ჰქონდეთ შეხვედრები, კომუნიკაციები და ა.შ.", - განაცხადა კახა კალაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი