საბინე მახლი - თუ საქართველოში მშვიდობიანი საზოგადოება გსურთ, მნიშვნელოვანია, როგორ ესაუბრებით ერთმანეთს

21 Sep 2021 14:28

გაერო მხარს უჭერს საქართველოს წინსვლას. ვცდილობთ, საქართველოს ყველა მიმართულებით დავეხმაროთ, - ამის შესახებ გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში საბინე მახლიმ განაცხადა.


„ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ჩარჩო საქართველოსთან, მდგრადი განვითარების მიზნები. ძალიან მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ, როგორ აღწევთ 2030-ის დღის წესრიგს. ამისთვის მნიშვნელოვანია, ყველა მთავრობაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, ასევე ჟურნალისტები უფრო კონკრეტულები იყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით,“- განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.


კითხვაზე, რას ფიქრობდა ის თბილისში გამოჩენილ ე.წ. „სიძულვილის პოსტერებთან“ დაკავშირებით, საბინე მახლიმ განაცხადა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ტონით ესაუბრებიან ადამიანები ერთმანეთს.


„სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი ის საკითხი, რომელთან გამკლავებაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით საჭიროა. უკიდურესად მნიშვნელოვანია, როგორ ვესაუბრებით ერთმანეთს. თუკი გსურთ, გქონდეთ მშვიდობიანი საზოგადოება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაში ყველამ წვლილი უნდა შეიტანოს,“- აღნიშნა გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა.




კომენტარები:

ფართი შოპი