23 სექტემბრიდან დედაქალაქის მოსახლეობას მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება

21 Sep 2021 14:44

მარშრუტი N3 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N403-ით და ვარკეთილის II მიკრორაიონიდან (კორპუსი N25-ის მიმდებარედ) მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ იმოძრავებს; მარშრუტ N106-ს მიკროავტობუსი N406 ჩაანაცვლებს, რომელიც მგზავრებს ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგიდან (N15 კორპუსის მიმდებარედ) მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე მოემსახურება; მარშრუტი N19 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N407-ით და შოთა ნადირაშვილის ქუჩიდან („დირსი“) მეველეს ქუჩამდე გადაადგილდება; მარშრუტი N217 ჩანაცვლდება N417-ით და მგზვრებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გიორგიწმინდას დასახლებამდე (დ. აღმაშენებლის ქ. N100-ს მიმდებარედ) მიიყვანს; მარშრუტი N18 ჩანაცვლდება მიკროავტობუსით - N418 და გადასასვლელი ხიდიდან მერი შერვაშიძის ქუჩამდე (ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩის გადაკვეთა) იმოძრავებს.


გარდა ამისა, N22 მარშრუტი N422 მიკროავტობუსით ჩანაცვლდება და მგზავრებს მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელიდან ნესტან დარეჯანის ქუჩამდე (N40-ს მიმდებარედ) მოემსახურება; მიკროავტობუსი N435 ჩაანაცვლებს N35 ავტობუსს და გადასასვლელი ხიდიდან დავით იოსელიანის ქუჩამდე (კორპუსი N205-ის მიდებარედ) გადაადგილდება; N151 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N451-ით, რომლის მარშრუტი წრიული იქნება და მოძრაობას მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს; მარშრუტი N173 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N473-ით და იონა მეუნარგიას ქუჩიდან (N72-ს მიმდებარედ) გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიამდე იმოძრავებს; მარშრუტი N90 ჩანაცვლდება მიკროავტობუსი N490-ით და მგზავრებს მნათობის ქუჩის N73-დან (ქარხანა „დელტა“) მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1“-ის მიმდინარე ტერიტორიამდე მოემსახურება; მარშრუტი N93 ჩანაცვლდება მიკროავტობუსით - N493 და მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ (ბაზრის მხარე) მარშალ ი. პილსუდსკის გამზირამდე („თბილისი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია) გადაადგილდება; მარშრუტი N216 ჩანაცვლდება მიკროავტობუსით - N516 და მოქალაქეებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ გუმათჰესის ქუჩამდე (N21ა-ს მოპირდაპირედ) გადაიყვანს; მარშრუტი N129 ჩანაცვლდება N529 მიკროავტობუსით და გადაადგილდება ეკა ბეჟანიშვილის ქუჩიდან (N99-ს მიმდებარედ) სადგურის მოედანამდე.

რაც შეეხება ახალ და დაკორექტირებულ მარშრუტებს, მგზავრებს ახალი მარშრუტი - N427 მოემსახურება, რომელიც იოსებ გრიშაშვილის ქუჩიდან (გერცელ ბააზოვის ქუჩის გადაკვეთა) ვახტანგ გორგასალის ქუჩამდე მოემსახურება; ახალი მარშრუტი - N468 სადგურის მოედნიდან ნინო ჟვანიას ქუჩამდე (ნიკოლოზ ღოღობერიძის II გასასვლელის გადაკვეთა) იმოძრავებს; 


ახალი მარშრუტი - N433 გადაადგილდება აკაკი კვანტალიანის ქუჩიდან (N97-ს მიმდებარედ) მეტროსადგურ „დიდუბემდე“ (ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორია); მარშრუტი - N478 იმოძრავებს მეტროსადგურ „ავლაბრიდან“  მეველეს ქუჩამდე; ახალი, N412-ის მარშრუტი წრიული იქნება და რუსთავის გზატკეცილიდან (ქვემო ფონიჭალა, კორპუსი N19-ს მიმდებარედ) იმოძრავებს; მარშრუტის - N409 გზასავალი დაკორექტირდა. მისი მარშრუტიც წრიული იქნება და სოფელ ქვემო ფონიჭალის მცხოვრებლებს მოემსახურება.


გარდა ამისა, დაკორექტირდა მარშრუტ N410-ის გზასავალი. მიკროავტობუსი წრიულად, ლევან ღოღობერიძის ქუჩიდან (N67ბ-ს მიმდებარე ტერიტორია) იმოძრავებს; მარშრუტ N411-ის გზასავალიც დაკორექტირდა. მიკროავტობუსი ევსტათი მცხეთელის ქუჩიდან დაიწყებს მოძრაობას და მგზავრებს მარნეულის ქუჩამდე (N37-ს მიმდებარედ) გადაიყვანს.




კომენტარები:

ფართი შოპი