"საქართველოში მომუშავე ყველა ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა ერთად უნდა გავაფსიქოპათოთ, დავარბიოთ სუს-ის შენობა"

21 Sep 2021 15:13

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. სუს-ის ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ში არა მხო­ლოდ რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფე­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ად­ვო­კა­ტე­ბის, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის, არა­მედ ფსი­ქო­ლო­გე­ბი­სა და ცნო­ბი­ლი ექი­მე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი­ცაა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უს­მენ­დნენ ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე ცნო­ბილ პი­რებ­სა და მათ ცნო­ბილ პა­ცი­ენ­ტებს.


აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.


"აი, თუ და­დას­ტურ­და, რომ მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სერ­ვი­სებ­საც უს­მენ­და სუს-ი (ძა­ლი­ან მინ­და, რომ ეს მა­ინც ტყუ­ი­ლი იყოს), რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ორ­მაგ და­ნა­შა­ულსჩა­დი­ო­და, - მოს­მე­ნის უკა­ნო­ნო­ბის გარ­და, პა­ცი­ენტს ცალ­კე იცავს კა­ნო­ნი, - ჩემი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა ფსი­ქი­ატრმა და ფსი­ქო­ლოგ­მა ერ­თად უნდა გა­ვაფ­სი­ქო­პა­თოთ, და­ვარ­ბი­ოთ სუს-ის შე­ნო­ბა, ან სუ­ლაც, ზურა-გირ­ჩი და­ვიხ­მა­როთ, ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნის მიზ­ნით მან­ქა­ნე­ბი ლე­წოს, სა­ნამ ჩვენ ბენ­ზი­ნით მოვრწყავთ ბო­რო­ტე­ბის, უკა­ნო­ნო­ბის და უზ­ნე­ო­ბის ბუ­დეს და მერე ყვე­ლაერ­თად დაგ­ვა­პა­ტიმ­რონ, სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა ისე გა­იშ­ვი­ა­თე­ბუ­ლია, ძა­ლი­ა­ნაც ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ყვე­ლას ერ­თად გა­მო­კეტ­ვა. ფუ, თქვე ვირ­თხე­ბო მარ­თლა, სად და­ი­ბა­დეთ, სად შე­ი­ყა­რეთ, ვინ გა­მო­გი­გო­ნათ ასე­თე­ბი", - წერს ფსი­ქო­ლო­გი.




კომენტარები:

ფართი შოპი