“ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა თბილისში სიის ათეული წარადგინეს

21 Sep 2021 15:35

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა აკაკი ბობოხიძემ, გიგა ბოკერიამ და გიგი წერეთელმა თბილისში სიის ათეული წარადგინეს, რომელიც კომპეტენტური და გამოცდილი ადამიანებითაა დაკომპლექტებული.


“ევროპულმა საქართველომ” დაამკვიდრა სტანდარტი, რომ სიის ფორმირებას ახდენს ამომრჩეველი და არა პარტიის ხელმძღვანელობა, მე მინდა ჩვენს გუნდს ვუსურვო წარმატებები იმ საქმეში რასაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება ქვია“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ თბილისში სიის ათეულის წარდგენისას.


„მოახლოვდა 2 ოქტომბერი, როდესაც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვტოვებთ ქვეყანას იმ უძრაობაში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ 9 წელიწადია შეიყვანა ჩვენი სამშობლო, თუ ვაძლევთ ქვეყანას კვლავ წინსვლის და განვითარების საშუალებას, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ “ევროპული საქართველოს” სიას თბილისის საკრებულოში, წარმოგიდგენთ 35 ადამიანს და ყველამ იცით, რომ ჩვენი სია არის პირობითი, რადგან ის დამოკიდებულია თითოეულ უბანზე და თითოეულ მიცემულ ხმაზე, “ევროპულმა საქართველომ” დაამკვიდრა სტანდარტი, რომ სიის ფორმირებას ახდენს ამომრჩეველი და არა პარტიის ხელმძღვანელობა, მე მინდა ჩვენს გუნდს ვუსურვო წარმატებები იმ საქმეში რასაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება ქვია.“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ


„სანამ დავუბრუნდებით ჩვენი სიის საკითხს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, უფრო მნიშვნელოვანი საკითხია ის, რაც გვაერთიანებს ჩვენ ყველას 30 წლის წინ, როცა საბჭოთა ტირანია დაემხო ბევრ ჩვენთაგანს გვქონდა სურვილი, რომ სწრაფად გაგვეღწია ამ ჭაობიდან იმ ნანგრევებისგან, რაც დარჩა ბოროტების იმპერიისგან და ნორმალური თავისუფალი ქვეყანა ვყოფილიყავით, მაგრამ ეს გზა უფრო გრძელი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა და მსურდა, მაგრამ ამ გზაზე არის ხოლმე მომენტები, რომლებიც განსაზღვრავს რა მოხდება შემდეგი ათწლეულების განმავლობაში, მე მჯერა და მსურს, რომ ეს სათქმელი ყველა ამომრჩევლამდე მოვიდეს, რომ დღეს სწორედ ასეთი მომენტია დღეს ჩვენი მოქალაქეების აქტიურობით გადავტეხავთ ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს ან შემდეგ თაობებს დაეკარგებათ შანსი ამ სანუკვარ მიზანს მიღწიონ, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, ნორმალური, თავმოყვარე ქვეყანა ან მივაღწევთ იმას, რომ ეს იქნება ქვეყანა სადაც სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება არის დაცული ან ვიქნებით ამ პუტუნისტურ ჭაობში საითაც ივანიშვილის რეჟიმი მიგვაქანებს ამიტომ აქ შეკრებილი საზოგადოება არ იბრძბით მხოლოდ საკრებულოს მანდატისთვის, ეს არის ბრძოლა ჩვენი ყველას მომავლის გადასარჩენად, ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენ, დღეს ჩვენი იარაღი ივანიშვილის დასამარცხებლად არის საარჩევნო ბიულეტინი და მოვალე ვართ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ისტორიული შანსი.“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ


„ამ არჩევნებს აქვს გადამწტვეტი მნიშვნელობა, როგორ ივლის ჩვენი ქვეყანა მომავალში და რამენად შევძლებთ ამ რეგრესის შეჩერებას, დღეს თბილისში ჩვენი გუნდის წარდგენა ნამდვილად არის გზავნილი იმისა, რომ სწორედ თბილისი უნდა გახდეს მთავარი ცენტრი ამ ბრძოლისთვის, რომელიც შეაჩერებს რეგრესის და უნიათობის ტალღას, ეს გუნდი ისეთი ადამიანებითაა დაკომპლექტებული, რომელიც არც ერთ მერს არ მისცემს უნიათიბის და კორუფციის უფლებას, მე მინდა დიდი წარმატება ვისურვო ჩვენს ქალაქს და ჩვენს თბილისის გუნდს.“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს მდივანმა გიგი წერეთელმა

თბილისში “ევროპული საქართველოს” სიის ათეული ასე გამოიყურება:

1.გიორგი ნონიაშვილი

2.დათო ჟღენტი

3.ნინო ორდენიძე

4.ბესიკ დონაძე

5.ლაშა ჯანჯღავა

6.თეა კოტუა

7.გიორგი ბახტაძე

8.ალექსანდრე გურაბანიძე

9.მალორიტა ედიშერაშვილი

10.თემურ გვაძბაია




კომენტარები:

ფართი შოპი