„ქვეყანაში გვაქვს ისეთი არანორმალური სიტუაცია, სადაც საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას აზრი არ აქვს“- გიგა ბოკერია

21 Sep 2021 17:08

ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება ივანიშვილის ნაბიჯების შედეგად გასცდა იმ ზღვარს, როდესაც სხვა ვითარებაში, ნორმალური საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენებას აზრი ჰქონდა. ჩვეულებრივ, ნორმალურ ან ნორმალურთან მიახლოებულ ვითარებაში ეს აბსოლუტურად ბუნებრივი იქნებოდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.


„ჩვენ ამას გაცდენილები ვართ. ჩვენ ახლა ერთ რამეზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული, არჩევნებზე მოქალაქეების მოსვლა და ამ რეჟიმის დამარცხება ამ არჩევნებში ისე, რომ შემდეგ სწრაფად იყოს ვადამდელი არჩევნები. ამიტომ, ნებისმიერი სხვა ნაბიჯი, რომელიც თუნდაც გულწრფელი მოტივით იქცევა ფიქციად და უბრალოდ სპექტაკლად, თითქოს დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობს, არ არის მიზანშეწონილი“, – განაცხადა ბოკერიამ.


შეგახსნებთ, რომ ამ დროისთვის სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „საქართველოსთვის“, „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მხარი დაუჭირეს „ლელოს“ ინიციატივას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე.


ინიციატივას არ უერთდება „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს 2 ოქტომბრამდე არ სცალია ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად“.




კომენტარები:

ფართი შოპი