„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის დაქვეითება მსოფლიო დღის წესრიგში არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც 2 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებამ ძალიან მტკიცედ უნდა უთხრას უარი.“ - გიორგი კანდელაკი

21 Sep 2021 17:36

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული უკანონო არჩევნები არ გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს საკითხის დღის წესრიგში წინ წამოსაწევად“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა მის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა


„სახელმწიფო დუმაში უკანონო არჩევნები ჩატარდა და ამასთან დაკავშირებით, რომ ეს მოვლენა არ გამოიყენა ჩვენმა მთავრობამ, პირველ რიგში კი ადამიანმა, რომელიც პრემიერმინისტრის თანამდებობას იკავებს, იმისთვის რომ მსოფლიო საზოგადოების და ლიდერების მაღალ დონეზე ყურადღება მოეპყრო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემისადმი. თუ არ ჩავთვლით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკმაოდ უღიმღამო და უბრალოდ მოვალეობის მოსახდელად გაკეთებულ ბიოროკრატიულ განცხადებას, პრემიერმინისტრს არ გამოუყენებია ეს მომენტი, რომ მაგალითად დაერეკა რომელიმე მსოფლიო ლიდერისთვის და ყურადღება მოეპყრო ჩვენი პრობლემის მიმართ, წერილიც არ გაუგზავნია, მაგალითად აშშ-ს პრეზიდენტისთვის რომ გაეგზავნა წერილი რა დაშავდებოდა ამით. შედეგად, მაღალ დონეზე მსოფლიო ლიდერების მხრიდან ყურადღება გამახვილდა ძირითადად, მხოლოდ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე, სადაც ასევე უკანონოდ ჩატარდა რუსეთის დუმაში ეგრედწოდებული არჩევნები, რადგანაც ეს არჩევნები ცივილიზებულმა სამყარომ, მათ შორის ევროკავშირმაც არ აღიარა, როგორც არც სამართლიანი და არც გამართული. 


ისმის კითხვა, როგორ შეიძლება, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ჩვენი მხარდამჭერების და მსოფლიო ლიდერების ფოკუსის დაქვეითება ან გაქრობა იყოს კარგი და სახეზეა სწორედ ეს. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მიმართ მსოფლიო ლიდერების ინსტიტუტების ყურადღების შესუსტება, რიგ შემთხვევაში საერთოდ გაქრობა. 


ეს არის ვითომ წარმატებული „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა, რომლის შედეგადაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი საკითხი, ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი მთლიანად გამქრალია მსოფლიო პოლიტიკის მაღალი დონიდან და რუსეთ-დასავლეთის მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური დღის წესრიგიდან, აი მაგალითად იგივე დევნილთა დაბრუნების საკითხი, აქტუალიზაცია იმისა რომ იმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ომამდელი მოსახლეობის უმრავლესობა არის ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი. ასე რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის დაქვეითება არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი, რის გამოც 2 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“


საზოგადოებამ ძალიან მტკიცედ უნდა უთხრას უარი.“ - განაცხადა კანდელაკმა.




კომენტარები:

ფართი შოპი