არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებში პირბადის ტარება, რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი და რამდენად ამცირებს ის კორონავირუსის გავრცელებას სკოლებში

21 Sep 2021 18:10

სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი თუ ყვე­ლა სკო­ლა­ში არა, მათ ნა­წილ­ში მა­ინც, 4 ოქ­ტომ­ბრი­დან საკ­ლა­სო ოთა­ხებს და­უბ­რუნ­დე­ბა.მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში კი მოს­წავ­ლე­ე­ბი უკვე ჩვე­ულ სას­კო­ლო გა­რე­მო­ში არი­ან. ზო­გი­ერთ სკო­ლა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცია გავ­რცელ­და (იგუ­ლის­ხმე­ბა აშშ-ის სკო­ლე­ბი), რის შემ­დე­გაც, სა­მე­დი­ცი­ნო წრე­ებ­ში და­ი­წყო მსჯე­ლო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ყვე­ლა სკო­ლა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დეს.


პა­რა­ლე­ლუ­რად კი, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ცირ­კუ­ლი­რებს მო­საზ­რე­ბა, რომ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა მო­ზარ­დე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ხი­ფა­თოა. რო­გორც Associated Press-ი წერს, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­საზ­რე­ბის უსა­ფუძ­ვლო არ­გუ­მენ­ტებს შო­რი­საა ასე­თი არ­გუ­მენ­ტე­ბიც - პირ­ბა­დე იზი­დავს მიკ­რო­ბებს, ნახ­ში­რორ­ჟან­გი ორ­გა­ნიზ­მში აღ­წევს არა­ჯან­საღ დო­ნეს.



გა­მო­ცე­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით აღ­ნიშ­ნავს, რომ თუ მო­ზარ­დი პირ­ბა­დეს ხში­რად და დრო­უ­ლად შეც­ვლის, მის ჯან­მრთე­ლო­ბას არა­ვი­თა­რი საფრ­თხე არ და­ე­მუქ­რე­ბა და ეს წესი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია არა მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის­თვის, არა­მედ ზრდას­რუ­ლე­ბის­თვი­საც.


შე­საძ­ლოა თუ არა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად პირ­ბა­დის ტა­რე­ბა ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო იყოს? - AP წერს, რომ ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არის - არა, ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი არა­ვი­თა­რი მეც­ნი­ე­რუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.


  • რაც შე­ე­ხე­ბა შე­საძ­ლო კავ­შირს, პირ­ბა­დის ტა­რე­ბა­სა და ბავ­შვის ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას შო­რის, ეს არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხი და უმ­ჯო­ბე­სია, თუ პე­და­გოგ­თან და ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად გა­და­წყდე­ბა ატა­რებს თუ არა მო­ზარ­დი პირ­ბა­დეს (შე­ნიშ­ვნა: ეს ეხე­ბა მხო­ლოდ 6-დან 12 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებს).


AP-ის ცნო­ბით, არ­სე­ბობს არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ სკო­ლებ­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბას შე­უძ­ლია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­როს მო­ზარ­დებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­დე­ბა და გავ­რცე­ლე­ბა.


"არი­ზო­ნას შტა­ტის იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის ორ­ჯერ უფრო მე­ტია ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სხვა სკო­ლებ­თან შე­და­რე­ბით“, - ამ­ბობს AP-სთან სა­უბ­რი­სას ექი­მი რე­ბე­კა სი­უნ­შა­ი­ნი. ამას­თან, ამე­რი­კის ზო­გი­ერთ შტატ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ პირ­ბა­დის ტა­რე­ბამ შე­საძ­ლოა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­როს კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­დე­ბა, მით უფრო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პირ­ბა­დის ტა­რე­ბას­თან ერ­თად და­ცუ­ლია შემ­დე­გი წე­სე­ბი - ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცია და ჰი­გი­ე­ნა.


  • ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ, ექიმ ჯო­შუა შაფ­ზი­ნის თქმით, უკვე არ­სე­ბობს უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს, რომ პირ­ბა­დე უსაფრ­თხო სკო­ლის მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტია.

ვნა­ხოთ, რა წე­რია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე ბავ­შვებ­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე და ტა­რე­ბის წე­სებ­ზე:


ჯან­მოს-ს ცნო­ბით, 5 წლი­სა და 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებს არ უნდა მო­ე­თხო­ვე­ბო­დეთ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ემ­ყა­რე­ბა ბავ­შვის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და სა­ერ­თო ინ­ტე­რესს და იმას, რომ ამ ასა­კის ბავ­შვს არ შე­უძ­ლია და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნოს ის.


ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია და "იუ­ნი­სე­ფი" გვირ­ჩე­ვენ, რომ 6-დან 11 წლამ­დე ბავ­შვებ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ეფუძ­ნე­ბო­დეს შემ­დეგ ფაქ­ტო­რებს:

  1. არის თუ არა ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი იმ არე­ალ­ში, სა­დაც ბავ­შვი ცხოვ­რობს.
  2. აქვს თუ არა ბავ­შვს უნა­რი სა­თა­ნა­დოდ და უსაფრ­თხოდ გა­მო­ი­ყე­ნოს პირ­ბა­დე.
  3. რამ­დე­ნად აქვს მო­ზარდს პირ­ბა­დის ხში­რად შეც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გარ­კვე­ულ პი­რო­ბებ­ში (მაგ: სკო­ლებ­ში, ბავ­შვზე ზრუნ­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში).
  4. არის თუ არა ზრდას­რულ­თა შე­სა­ბა­მი­სი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - რაც გუ­ლის­ხმობს, რომ ას­წავ­ლონ მო­ზარდს რო­დის გა­ი­კე­თოს პირ­ბა­დე, რო­გორ გა­ი­კე­თოს, რამ­დენ ხან­ში შეც­ვა­ლოს.
  5. ჯან­მო ასე­ვე გვირ­ჩევს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან შე­სა­ბა­მის კონ­სულ­ტა­ცი­ას, რათა დად­გინ­დეს პო­ტენ­ცი­უ­რი შე­საძ­ლო კავ­ში­რი და გავ­ლე­ნა პირ­ბა­დე­სა და ბავ­შვის ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რად­გა­ნაც ეს შე­იძ­ლე­ბა იყო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხი.
  6. ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა - აქვს თუ არა ბავ­შვს რა­ი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა.

ჯან­მო და "იუ­ნი­სე­ფი" გვირ­ჩე­ვენ, რომ 12 წლი­სა და 12 წლის ზე­მოთ მო­ზარ­დებ­მა უნდა ატა­რონ პირ­ბა­დე ისე­ვე, რო­გორც ატა­რე­ბენ ზრდას­რუ­ლე­ბი.


წყარო:  " ამბები.ge "




კომენტარები:

ფართი შოპი