ბათუმში 40 ოჯახს, „იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში, ბინები გადაეცა

21 Sep 2021 19:55

ბათუმის მერიის „იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში 40 ოჯახს ბინები გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.



მათივე ცნობით, ბათუმის მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ხელმისაწვდომი საცხოვრისის (ე.წ. იაფი სახლი) პირველი ეტაპი დასრულდა.


„დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ლელა სურმანიძესთან ერთად პროგრამის ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზე აშენებულ 2 სახლში 40 ოჯახს ბინები გადასცა.

პროგრამაში მონაწილე ოჯახების შერჩევა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ, ბინების შერჩევა კი, ლოტოტრონის წესით განხორციელდა.


პროგრამის მეორე ეტაპის განცხადებების მიღება სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ორივე ეტაპზე 80 ოჯახს გადაეცემა ბინა.


პროექტის ღირებულება სულ 4 მილიონ 667 ათას 746 ლარს შეადგენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.




კომენტარები:

ფართი შოპი