ხელისუფლება არჩევნების წინ პატიმრებისთვის გრძელვადიანი პაემნების უფლების აღდგენას, საარჩევნო მიზნით, ამორალურად იყენებს - ლანა გალდავა

21 Sep 2021 20:03

„ლელოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივ პაემნებთან დაკავშირებით შეზღუდვების მოხსნას გამოეხმაურა. 


როგორც გალდავას განცხადებაშია ნახსენები, „ქართულმა ოცნებამ”, პატიმრების კუთვნილი უფლება გამოიყენა წინასაარჩევნოდ, რაც მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს.  პატიმრების ოჯახების ხმების მიღების სანაცვლოდ, 27 სექტემბერს, არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე, პატიმრებს აღუდგენენ ოჯახებთან შეხვედრის უფლებას. რაც საარჩევნო მიზნებისთვის ადამიანების პირადი ცხოვრებით მანიპულირების ერთ-ერთი ფორმაა.


„დღეს, არჩევნებამდე ათი დღით ადრე, ,,სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა” გადაწყვიტა, რომ 27 სექტემბრიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხსნას შეზღუდვა ხანგრძლივ პაემნებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ წელიწადი და შვიდი თვეა ბრალდებულები/მსჯავრდებულები არიან სრულ იზოლაციაში. ,,ლელო” მუდმივად ითხოვდა ზემოაღნიშნულ პირებთან ფსიქოლოგთა დაშვებას, რეაბილიტაციის პროგრამებში მათ ჩართულობას, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის ფუნქციონირებას, ხანგრძლივი პაემნების უფლების აღდგენას, რისკ ჯგუფებში მყოფი პატიმრების გათავისუფლებას, ამნისტიის შესახებ მსჯელობის დაწყებას… ,,ქართულმა ოცნებამ”, როგორც ყოველთვის, პატიმრების კუთვნილი უფლება გამოიყენა წინასაარჩევნო მოსყიდვად. 


სწორედ პატიმრების ოჯახების ხმების მიღების სანაცვლოდ, ასეთი ცინიკური ფორმით, 27 სექტემბერს, არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე აღუდგენს ოჯახებთან შეხვედრის უფლებას. ზემოაღნიშნული სხვა არაფერია, თუ არა ადამიანების პირადი ცხოვრებით მანიპულირების ერთ-ერთი ფორმა საარჩევნო მიზნებისთვის, რომელიც ლოგიკური გაგრძელებაა უკანონო მოსმენების ამორალური და დანაშაულებრივი ჯაჭვის. მივმართავ პატიმართა ოჯახის წევრებს, მოდით არჩევნებზე და შემოხაზეთ პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დაასრულებენ ამ ქვეყანაში თქვენი პირადი ცხოვრებით ბინძურ მანიპულაციებს საარჩევნოდ ხმის მიტანის მიზნით,“ - ნათქვამია გალდავას განცხადებაში.




კომენტარები:

ფართი შოპი