„ლელოს” გენერალური მდივნის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით სასამართლო პროცესების ამ ეტაპზე ჩანიშვნა არის ხელის შეშლა, წინა საარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად ჩატარებაში.
„ჩვენ არჩევნებამდე დაგვრჩა ძალიან ცოტა დრო და თითოეული მოსვლა სასამართლოში, ეს არის წინასაარჩევნო კამპანიიდან, ველზე მუშაობიდან გამოთიშვა, ეს რა თქმა უნდა, ხელს გვიშლის სრულფასოვნად კამპანიის ჩატარებაში.
მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენ ქვეყანაში ასეთი სამარცხვინო პოლიტიკური პროცესები აღარასოდეს ჩაინიშნოს. ასეთი სამარცხვინო ბრალდებები აღარ იყოს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, და ასე სამარცხვინოდ არ მოქმედებდეს პროკურატურა როგორც ინსტრუმენტი, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.