მაია ბითაძემ გარემოსდაცვითი დემოკრატიის განვითარების თემაზე ბრიტანერთის მთავრობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

21 Sep 2021 20:48

გარემოს დაცვითი დემოკრატიის განვითარების გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ და ბრიტანერთის მთავრობისა და ვესმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ონლაინ შეხვედრაზე.

 

მაია ბითაძემ წარადგინა კომიტეტის როგორც საშუალოვადიანი ისე გრძელვადიანი გეგმები, რამაც საბოლოოდ საქართველოში გარემოს დაცვითი დემოკრატია განვითარების სხვა ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს ინფორმაცია იმ ათწლიანი გარდამავალი პერიოდის შესახებ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები, რომლებიც გარემოსდაცვითი დემოკრატიის საფუძვლებს ქმნის. ეს არის გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონი, კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, ნარჩენების მართვის შესახებ და სხვა.

 

ხაზი გაესვა როგორც ამ კანონების აღსრულების, ასევე სამომავლო კანონმდებლობის მიღების პერსპექტივებს და მნიშვნელობას გარემოსდაცვითი დემოკრატიის განვითარებისთვის.

 

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბრიტანეთის ვესტმინსტერის ფონდის როლს თემატური მოკვლევებისა და ზოგადად საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერის თვალსაზრისით და მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ კომიტეტსა და ვესტმინსტერის ფონდს შორის სამომავლო თანამშრომლობა შედგება საქართველოში გარემოსდაცვითი საპარლამენტო დემოკრატიის განვითარების კუთხით, სადაც ფონდის მიერ მხარდაჭერილი იქნება ის პროექტები, რომელსაც კომიტეტი გეგმავს გარემოს დაცვითი დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით და ენერგიის გარდამავალი გზით მწვანე ეკონომიკსა და კლიმატური ნეიტრალიტეტის მიღწევის მიზნით“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მაია ბითაძემ.

 


კომენტარები:

ფართი შოპი