მორიგი ტრაგედია ტყიბულში - მინდელის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა

16 Jul 2018 14:37

ტყიბულში მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მინდელის სახელობის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა.  6 მეშახტე  დაშვებულია. მათგან ყველა ტყიბულის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 


დაშავებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. 


დაშავებულები ტრაგედის მიზეზს ვერ ასახელებენ. პირველად ინფორმაციით, ამჯერად ტრაგედია მეტანის აფეთქებამ გამოიწვია, რასაც შახტში ჭერის და კედელების ჩამოშლა მოჰყვა.  საქნახშირი  კი, ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს.


მაშველებმა ცხედრები შახტიდან უკვე ამოიყვანეს. 


მინდელის შახტში ტრაგედია ბოლო სამი თვის განმავლობაში უკვე მეორედ მოხდა.




კომენტარები:

ფართი შოპი