დმანისში დაჭრილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები თბილისში, „ნიუ ჰოსპიტალში“ გადმოიყვანეს

22 Sep 2021 12:05

დმანისში დაპირისპირებისას დაჭრილი პირები მრავლობითი დაზიანებებით „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაშია გადაყვანილი. დაშავებულებს გამოკვლევები უტარდებათ.


როგორც კლინიკის გადაუდებელი დახმარების ექიმმა რამინ ალიევმა ჟურნალისტებს განუცხადა, ორივე დაშავებულს ქალა-ტვინის და გულ-მკერდის დახურული ტრავმა აღენიშნება.


„შემოყვანილია ორი მამაკაცი - 38 და 45 წლის. გადმოყვანილები არიან დმანისის ჯანდაცვის რეგიონული ცენტრიდან. ორივე მამაკაცს შემოსვლისას აღენიშნებოდა ქალა-ტვინის დაუზუსტებელი ტრავმა და გულ-მკერდის დახურული ტრავმა. ერთ შემთხვევაში არის თავის და სახის მრავლობითი ჭრილობა, მეორე შემთხვევაში - სახის და ზემო-კიდურის მრავლობითი ჭრილობა“, - განაცხადა რამინ ალიევმა.


ცნობისთვის, დმანისში, დაპირისპირებისას ორი პირი დაჭრეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, სოფელ განთიადში დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით არის დაჭრილი.




კომენტარები:

ფართი შოპი