გახარიასა და კალაძეს შორის ფუნდამენტურ განსხვავებას ვერ ვხედავ, ისინი “ქართული ოცნების” წევრები არიან- ანა ბიბილაშვილი

22 Sep 2021 12:19

“ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატის ანა ბიბილაშვილის კითხვას, რომლითაც ოპონენტებს მიმართა, თუ რა განსხვავებას ხედავენ გიორგი გახარია და კახა კალაძე ერთმანეთში, ბუნდოვანი პასუხი გასცეს. 


გახარია-კალაძემ კითხვის შინაარსი მხოლოდ ვიზუალურ მხარეს დაუკავშირეს და კითხვაზე პასუხი, მათი პარტიული შესაძლო მსგავსების შესახებ, თავიდან აირიდეს. 


“ლელოს” აქვს მასშტაბური ხედვა რა სჭირდება დედაქალაქს, ეს არ არის მხოლოდ ბრჭყვიალა პრეზენტაცია. კითხვა მაქვს “ქართულ ოცნებასთან” თავად გადაწყვიტონ კალაძე მიპასუხებს თუ გახარია, ეს არის ერთი ძალა, რომელმაც ამ ქვეყანას მოუტანა სერიოზული პრობლემა, რომელმაც უღალატა ადამიანებს. კითხვა მაქვს მათთან ასეთი, რა განსხვავებაა მათ შორის?  მე ვერ ვხედავ ფუნდამენტურ განსხვავებას, იმიტომ რომ ისინი ჩვენთვის ერთი გუნდის წევრები არიან. და თუ ფიქრობენ რომ ხალხს რამდენიმე თვიანი მეხსიერება აქვს ცდებიან. - განაცხადა ბიბილაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი