"ცხოველები მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიან" - კალაძის განცხადებას ლელოს ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი ცხოველთა უფლებების დამცველების შეურაცხყოფად მიიჩნევს

22 Sep 2021 13:41

თბილისის მერის განცხადებას, რომ მიუსაფარი ცხოველები მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიან, “ლელოს” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი მედეა მეტრეველი გამოეხმაურა და მის განცხადებას სამარცხვინო უწოდა. 


მეტრეველის თქმით, მიუსაფარი ცხოველები კი არ ქმნიან დისკომფორტს, არამედ მახინჯი პოლიტიკა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, რომელსაც მერია და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ეწევა ცხოველთა პოპულაციის მართვასთან დაკავშირებით. 


“ცხოველები დისკომფორტს უქმნიან მოსახლეობასო - ასეთი სამარცხვინო განცხადება გააკეთა თბილისის მერმა ეს წუთია საზოგადოებრივი მაუწყებლის დებატებში. ბატონო მერო, დისკომფორტს მიუსაფარი ცხოველები კი არ უქმნიან მოსახლეობას, არამედ ის მახინჯი პოლიტიკა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, რომელსაც მერია და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ეწევა ცხოველთა პოპულაციის მართვასთან დაკავშირებით. 


ამ განცხადებით თქვენ მიაყენეთ შეურაცხყოფა ცხოველთა უფლებების დამცველებს და იმ ადამიანებს, რომლებიც წლებია იბრძვიან მიუსაფარი ცხოველების გადასარჩენად,”- აცხადებს მეტრეველი.




კომენტარები:

ფართი შოპი