ირაკლი ღარიბაშვილი - ნაყოფიერი საუბარი შედგა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებზე

22 Sep 2021 14:12

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

 

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ შეხვედრაზე განიხილეს  საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის კონტექსტში.

 

„ნაყოფიერი საუბარი შედგა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებზე. განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის კონტექსტში“, -  აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 


კომენტარები:

ფართი შოპი