„ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმდჯომარე, ფიქრია ნიკოლაშვილსა „ქართული ოცნების“ კანდიდატს შორის არსებობს -კომერციული და ფულადი დაინტერესება“ - ბესიკ დონაძე

22 Sep 2021 15:06

„მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ფიქრია ნიკოლაშვილს შეუწყდეს თავმჯდომარეობის უფლებამოსილება ანუ გადაყენებული იქნას თავმჯდომარეობიდან და დარჩეს ჩვეულებრივ წევრად, რადგან მისი თავმჯდომარეობა არის მიკერძოებული, ის იღებს მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს, რადგან მასსა და „ქართული ოცნების“ კანდიდატს შორის არსებობს კომერციული და ფულადი დაინტერესება.“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციის შეთახმებულმა კანდიდატმა ისანში, ბესიკ დონაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


„დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ პოლიტიკური კორუფციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნებზე. 


 „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორატირობის კანდიდატია კახა ლაბუჩიძე, ხოლო ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე არის ფიქრია ნიკოლაშვილი ანუ მარტივად, რომ ვთქვათ საარჩევნო ხმების დამთვლელია. 


კახა ლაბუჩიძე მაჟორიტარად წარდგენამდე იყო ისნის გამგებელი, ფიქრია ნიკოლაშვილის და ელისო ნიკოლაშვილი არის ჩუღურეთის საოლქო კომისიის წევრი, ხოლო ფიქრია ნიკოლაშვილის სიძე, კახაბერ მანჯგალაძე არის კახა ლაბუჩიძის გამგებლობისას კონტრაქტორი კომპანიის, შპს-ს მფლობელი. ანუ კახა ლაბუჩიძე კახაბერ მანჯგალაძეს უფორმებს ტენდერებზე კონტრაქტებს, რომელიც არის დაახლოებით 300 000 ლარის. ასევე კახაბერ მანჯგალაძეს კონტრაქტებს უფორმებს ჩუღურეთის გამგეობა, რომლის რაიონშიც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არის ელისო ნიკოლაშვილი, მისი მეუღლე. 


ფიქრია ნიკოლაშვილის მიკერძოებულობა კონკრეტულად „ქართული ოცნების“ კანდიდატის მიმართ უკვე აისახა არჩევნებზე, როდესაც „ევროპულმა საქართველომ“ საჩივრით მიმართ საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა ადმინისტრაციული სანქცია დაედო გამგეობის თანამშრომლებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ კახა ლაბუჩიძის წინასაარჩევნო კამპანიაში, 6 ადამიანი, რომლებიც არიან გამგეობის თანამშრომლები, საჯარო მოხელეები, თუმცა ფიქრია ნიკოლაშვილმა, რომელიც ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებას, ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა, მაშინ როდესაც თავად თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ მონაწილეობას, როგორც საარჩევნო კამპანიაში ასევე ფეისბუქზე რეკლამირებაში. 


მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ფიქრია ნიკოლაშვილს შეუწყდეს თავმჯდომარეობის უფლებამოსილება ანუ გადაყენებული იქნას თავმჯდომარეობიდან და დარჩეს ჩვეულებრივ წევრად, რადგან მისი თავმჯდომარეობა არის მიკერძოებული, ის იღებს მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს, რადგან მასსა და „ქართული ოცნების“ კანდიდატს შორის არსებობს კომერციული და ფულადი დაინტერესება. ასევე მივმართავ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, სამართლიან არჩევნებს, საერთაშორისო გამჭვირვალობას და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომ დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და მათაც მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ფიქრია ნიკოლაშვილის ისნის საოლქო საარჩევნო თავმდჯომარეობის უფლებამოსილების შეწყვეტისა და მის მაგივრად სხვა მიუკერძოებელი პირის დანიშვნით მოთხოვნით.“ - განაცხადა ბესიკ დონაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი